ამ მომღერალს თავისი ფეხები ისე უყვარს, რომ მათ ცალკე ინსტაგრამი შეუქმნა
ეს უკრაინელი მომღერალი ოლია პოლიაკოვაა, რომლის სიმაღლე 180 სანტიმეტრია და მხოლოდ ფეხის სიგრძე - 127 სანტიმეტრი. როგორც თავად აღნიშნავს, მისი ვიზუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება სწორედ მისი ფეხებია.
ცოტა ხნის წინ ოლიამ თავის ფეხებს ცალკე ინსტაგრამი შეუქმნა. პოლიაკოვას ფეხები - ასე ჰქვია ახალ ექაუნთს, რომლის აღწერაც არა ნაკლებ უცნაურია და ასე ითარგმნება:
"სალამი, ჩვენ ოლია პოლიაკოვას ფეხები ვართ და ვფიქრობთ, რომ სწორედ ჩვენ ვაქციეთ ის ცნობილ ადამიანად, ამიტომ უფრო მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ".
ინსტაგრამზე მხოლოდ ფეხების ფოტოები და ვიდეოებია ატვირთული და სხეულის დანარჩენი ნაწილი საერთოდ არ ჩანს.
კომენტარი