ნახეთ, რა დაუწერა და როგორ გაამხნევა ეკა ხოფერიამ თათია დოლიძე
ნახეთ, რა დაუწერა და როგორ გაამხნევა ეკა ხოფერიამ თათია დოლიძე:
თათია დოლიძეზე: მხარს ვუჭერ ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი გოგოა, იმიტომ , რომ მაგრად ისწავლა, იშრომა, თავისით იკვალავს გზას და ამ გზაზე აღწევს წარმატებებს. კარგი ადამიანია და საერთოდ, მაგარი გოგოა. თათია შენს გვერდით ვარ და ახლა მთავარია, შენი ოჯახის წევრებმა " გაუძლონ" ამ ფეისბუქ შემოტევას) დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი. ამ პოსტებით შენი მხარდამჭერები ცოტათი გადმოვინაწილებთ ფბ " რისხვებს") Tatia Dolidze.
შეგახსენებთ, რომ გია კორკოტაშვილის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მართალია კორკოტაშვილმა წაშალა აღნიშნული სტატუსი, თუმცა კომენტარების სქრინები, სადაც თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, იმიტომ რომ არ დაეთანხმა მარშის იდეოლოგიას, კვლავ არის ინტერნეტში(იხ: ვიდეო)
კომენტარი