სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ნიშნავს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სასესხო ვალდებულებებზე - რას სთავაზობენ ბანკები მომხმარებლებს

რას ნიშნავს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ბანკების ნაწილი მომხმარებლებს სთავაზობს?! - ეს არის კითხვა, რომელსაც მოქალაქეები ხშირად სვამენ ბანკების ოფიციალურ ონლაინ პლატფორმებზე, ცხელ ხაზზე და ასევე "კურიერის" ნიუსრუმში დარეკვის დროსაც.

უფრო გასაგები რომ გახდეს, რას გულისხმობს ბანკების შეთავაზება, შევეცდებით მარტივი მაგალითებითა და ციფრებით ავუხსნათ საზოგადოებას ცვლილების შესახებ.

პირობითად, თქვენ ბანკისაგან ისესხეთ 1000 ლარი 10 თვით, საბოლოო ჯამში ბანკს პროცენტიანად უნდა დაუბრუნოთ 1200 ლარი. გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად თქვენ იხდით 120 ლარს, რომელშიც ბუნებრივია ნაწილი ძირი თანხაა, ნაწილი პროცენტი. ვისაც სესხი აქვს კარგად იცის, რომ პროპორციები ძირ თანხასა და პროცენტს შორის იცვლება.

პირობითად, პირველ თვეს 120 ლარში 100 ლარი პროცენტია, 20 ლარი ძირი თანხა, მეორე თვეში რადგან ძირი თანხა შემცირდა და პროცენტი ძირი თანხიდან ითვლება, შემცირდა პროცენტის მოცულობაც. პირობითად მეორე თვეში 120 ლარში 80 ლარია პროცენტი, 40 ლარი კი ძირი თანხა, მესამე თვეში კი, იმავე პრინციპით პროპორციები ასეთია, 70 ლარი პროცენტი, 50 ლარი ძირი თანხა. ანუ 3 თვის განმავლობაში გრაფიკის მიხედვით და ძირი თანხის დაფარვის და შესაბამისად კლების ფონზე, თქვენ პროცენტის სახით ბანკს გადაუხდით ჯამში 250 ლარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100