სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არ მინდა ზედმეტით ფულით ცხოვრება გავურთულო“ - ელტონ ჯონი საკუთარ ქონებას შვილებს არ უტოვებს

არატრადიციული ორიენტაციის მქონე ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი, რომელიც მამაკაცზეა დაქორწინებული და ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ორ ვაჟს ზრდის, ძალიან მდიდარი კაცია, მისი ქონება 200 მილიონ ფუნტს შეადგენს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელტონი თავისი ქონების შვილებისთვის დატოვებას არ გეგმავს.

„ჩემი ბავშვები ისედაც არ იზრდებიან ჩვეულებრივ გარემოსა და ოჯახში, არ მინდა მათ ცხოვრება კიდევ უფრო გავურთულო ზედმეტი ფულით. რა თქმა უნდა დავუტოვებ მათ ქონების მცირე ნაწილს, იმდენს რამდენიც საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დასჭირდებათ.“ - განაცხადა მომღერალმა.

ცნობისთვის, მსაგვსი დამოკიდებულება ელტონის სამეგობროში მიღებული ტონია. მაგალითად ელტონ ჯონის ნათლული, დევიდ და ვიკტორია ბექემების უფროსი ვაჟი ბრუკლინი, რომელსაც 17 წელი დღეს შეუსრულდა, გასულ წელს კაფეში მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად და მაგიდების დამლაგებლად, რადგან მშობლებს სურთ ბიჭმა შრომის გემო გაიგოს.

გარდა ამისა სწორედ ელტონ ჯონის მეუღლე უორენ ბაფეტი გახლავთ „ნდობის ფიცის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელსაც უკვე 118 მილიარდერი შეუერთდა და რომლის წევრებიც საკუთარი ქონების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ორგანიზაციებს უტოვებენ. „ნდობის ფიცის“ მეორე სულისჩამდგმელი კი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100