სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეკინის ქუჩაზე, გვიან ღამით ქალბატონისთვის ჩანთის წართმევა სცადეს

შსს- ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გიორგი . ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გიორგი ქ-მ პეკინის ქუჩაზე, გვიან ღამით ქალბატონისთვის ჩანთის წართმევა სცადა. მან ქალბატონს ყელისა და ხელის არეში დანით მსუბუქი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ქ. მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100