რუსეთში შესაძლოა, Visa და MasterCard–ი 17 მილიარდი დოლარით დააჯარიმონ
ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კონკურენციის კანონის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა Visa და MasterCard–ი 17 მილიარდი დოლარით დააჯარიმოს. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ადგილობრივი კანონმდებლობით, კომპანიის მთლიანი შემოსავლის 2%–ით ჯარიმდება.
სათათბიროს დეპუტატების მოთხოვნით, ამ კვირას ჩატარდება შემოწმება და გაირკვევა, ხდება თუ არა რაიმე სახის დარღვევები კონკურენციის დაცვის მხრივ საერთაშორისო საგადასახადო სისტემების მხრიდან, განსაკუთრებით კი, პლასტიკური ბარათებით მომსახურეობებში საკომისიოების დადგენისას.
მთელი რიგი სავაჭრო ცენტრების მიერ Visa–სა და MasterCard –ის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების შემდეგ, კომპანიებმა აღიარეს, რომ საკომისიოებს მოცულობას რეგულარულად ზრდიდნენ. რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, სავაჭრო ცენტრებმა საქმე მოიგეს და Visa–სა და MasterCard–ს მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდა და საკომისიოების შემცირება მოუხდათ.
კომენტარი