სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხიმკინსკის ტყეში ხანძარი გააჩინეს

მოსკოვში ჩატარებული ხიმკინსკის ტყის დამცველთა აქციების ფონზე, როგორც ჩანს, დაინტერესებული პირები ტყის „თავიდან მოშორებას“ აკრძალული ხერხებითაც ცდილობენ. დღეს, რამდენიმე საათის წიმ ხიმკინსკის ტყეში მოულოდნელად ხანძარი გაუჩნდა მოჭრილ მორებს, რომლებიც შეკრული იყო და ტყეში გაკვალული ბილიკის პირას, გაყოლებაზე იყო დალაგებული.

გაირკვა, რომ უცნობმა პირებმა მორებს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცხადია, ავისმქმნელებს მხოლოდ მორების განადგურება არ ჰქონდათ განზრახული. ცეცხლი სწრაფად მოედო როგორც მორებს, ასევე გაყოლებაზე მდებარე ტყის ზოლს, თუმცა, შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადებულმა სახანძრო ჯგუფებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება მაქსიმალურად მოკლე დროში მოახერხეს. ამ დროისათვის ტყეს ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ ემუქრება, მაგრამ ხიმკინსკის ტყის დაცვის გამო დაპატიმრებული და სულ ახლახან გათავისუფლებული სახალხო ლიდერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შემთხვევებისგან ტყის მასივი დაზღვეული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100