"დედაჩემია და ქვეყანას მირჩევნია" - რა შემოუთვალა თითის ქნევით მარინა ბერიძემ ბახვა ბრეგვაძეს და რა დაწერა გიორგი ცაგარელმა ამისთანა, რომ ბერიძის შვილმა დედა საჯაროდ დაიცვა
"გუშინ, ეკა მამალაძეს დაბადების დღე მივულოცეთ პირდაპირ ეთერში, ბოლოს ვიდეო გავუშვით , რომელიც მართლაც ჩვენს მიერ , ჩვენი გადაცემისთვის იქნა გადაღებული ბათუმში, თუმცა ამ დუეტის იდეის ავტორი და შემქმნელი ქალბატონი მარინა ბერიძე ყოფილა, რომელიც გამინაწყენდა რომ არ აღვნიშნეთ ეს ამბავი ... მართალია თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო არ გამაბრაზო-ო ეთერიდან შემომითვალა ...
მიუხედავად საყვედურის ყოვლად მიუღებელი ფორმისა , ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ...რა თქმა უნდა მაინც ბოდიშს ვუხდი მას , რომ ეს არ აღვნიშნე. არ ვიცოდი , თუ არ მახსოვდა , ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმდენჯერ გამორჩენიათ ხოლმე ჩემი თუ ჩემი გადაცემის აღნიშვნა , მაგრამ მესმის ზოგი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს... იქ მსხდომ ჩემს მეგობრებზე, ცხადია კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ მინდა უბრალოდ . ასე თქვეს, “გაღმელები” ხომ არ არიან და ეს როგორ შეეშალათო , აი, ეს რომელი ნაპირიდან იყო ნათქვამი, მართლა ვერ გავიგე. ... რაც შეეხება “ინოლა”-ს ვინილს , სრულიად შესანიშნავ სიურპრიზს გიმზადებთ , საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით.
მართლა წარმოუდგენელი სიამოვნება გელით წინ. ამ ვინილის შექმნის იდეა გიორგი ცაგარელს ეკუთვნის , თქვენ წარმოიდგინეთ და იმ მუსიკალურ პროექტამდეც უსმენდა ინოლას , საიდანაც თითქოს აღმოვაჩინეთ ყველამ ეს არაჩვეულებრივი ავტორ-შემსრულებელი, დედას ვფიცავარ , მეც მანამდე ვიცოდი :)))) გენიალურად გააორკესტრა , გენიოსმა ნიკოლოზ რაჭველმა ... მოკლედ ყველაფერი წინ არის :))
“პატარა ბიჭებსაც” გაგვიგია რაღაც და ვიღაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ" - ასეთ პოსტს აქვეყნებს ბახვა ბრეგვაძე მარინა ბერიძეზე სოციალურ ქსელში. სტატუსზე უამრავია კომენტარია, სადაც ბახვას ამხნევებენ და უწერენ, რომ მისგან კარგის მეტი არაფერი ახსოვთ.
პოსტზე, ბახვაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ალტისტმა გიორგი ცაგარელმა, რომელმაც მარინა ბერიძეზე ასეთი რამ დაწერა:
"დედაჩემი და მამაჩემი მარინამ გააცნო ერთმანეთს. მერე დედაჩემმა მარინას რჩევით იმშობიარა გია მუჯირთან. პირველად რომგავიარე მარინამ დაინახა. მერე ჩემი პირველი სიტყვაც მარინამ მოისმინა. მარინამ
შემიყვანა მუსიკაზე. გერმანია და შვეიცარიაშიც მარინამ წამიყვანა სასწავლებლად. გიდონ კრემერთანაც მარინამ დამაახლოვა და კრემერატა ბალტიკაშიც მარინამ მომაწყო. მარინამ მომასმენინა და გამაცნო ბახი შუბერტი შონბგერგი სტრავინსკი მესიანი ლიგეტი შნიტკე და ა.შ. . გია ყანჩელიც და ნიკოლოზ რაჭველიც მარინამ გამაცნო პირადად.
ია, დათო შუღლიაშვილი და თამარ თოლორდავა სულ პატარა ვიყავი მარინამ რომ გამაცნო მანგლისში და მე პატარას ძალით მსვავდა ეზოში და მათ შესრულებულ ინოლას მასმენინებდა. შარშან ლენო რეკორდში ჩემ
დაბდღეზე, რომელიც ასევე მარინას ინიციატივით გადავიხადე, სადაც მე, ნიკამ და გიგაშამ ინოლას რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ რა თქმა უნდა მარინას რჩევა დარიგებით. მერე ზაფხულში წინანდალში გადაცემა აკუსტიკაში მარინამ წამიყვანა და მარინას ინიციატივით დავუკარი კაჩაროვთან, ეკო და ვინდასთან, ნატალია ბერიძესთან (მის ნათესავთან) ერთად.
(საერთოდ ყველა ჩემი კოლაბორაცია კორძით დაწყებული კაიკატათი დამთავრებული ნუ ალბათ უკვე ხვდებით ვისი იდეა იყო, დიახ მარინასი!!!) ამავე გადაცემის ფარგლებში, წინანდალში გიგაშა, ჯანგო, ნინი ნუცუბიძესთან და “ცაგარელი ენდ სტრინგთან” ერთად (ეს სახელიც ჩემი მარინას იდეაა, მგონი თვითონ გვარი ცაგარელიც მარინას მოფიქრებული უნდა იყოს, მაგრამ ერიდება და ხმამაღლა ვერ ამბობს, მხოლოდ ვიწრო წრემ იცის) შევასრულეთ ნიკას მიერ გაორკესტრებული ინოლას სიმღერა “მოვალ” რა თქმა უნდა მარინას თხოვნით.
ჩაწერის შემდეგ უცებ რომ მომაფიქრდა ინოლების თრიბიუთი გაგვეკეთებინა და შემოვიერთედ ანა დოი, ლიზა კერე და ბექა გოჩიაშვილი (რაც აბსოლუტურად არ არის რაიმე ორიგინალური იდეა, აქამდეც გაკეთებულა და არამხოლოდ ინოლასი, სულ კეთდება გენიალური კომპიზიტორების თრიბიუთები, ყველაზე არაგენიალური იდეაა), რა თქმა უნდა მარინას გენიალური იდეაა და თან ის კახეთის რესტორანი სადაც ეს იდეა გავაჟღერე მარინას რეკომენდაციით ავარჩიეთ. მენიუც მარინას დავეკითხეთ.
მეტი რომ აღარ გავაგრძელო ერთი ინფოთი მინდა გაგახაროთ!!! შვილისთვის სახელის დარქმევა მარინასთვის მინდოდა მეკითხა, მაგრამ არა არ ვკითხავ და ეს იქნება ერთადერთი რამ მარინას რჩევა- დარიგების გარეშე, რადგან შვილს მარინას ვარქმევ!!!! ეს სიურპრიზიც მარინას იდეაა...."
აღნიშნულ კომენტარზე მარინა ბერიძის ქალიშვილმა ასეთი კომენტარი დაუწერა გიორგის:
"აქ საქვეყნოდ არ შემოვალ შენთან პოლემიკაში, დედაჩემია და ქვეყანას მირჩევნია. ეხლაც ამხელა პოსტა რომ არ მიგეძღვნა კარგი იქნებოდა, მგრამ როგორც ჩათვლი ისე მოიქეცი. თუმცა მარაზმები მაგრად ტეხავს ჩემო გიორგი".
გუშინ , ეკა მამალაძეს დაბადების დღე მივულოცეთ პირდაპირ ეთერში
კომენტარი