სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელისო ჩაფიძე ივანიშვილის პარტიაში შესვლის საკითხზე 15 თებერვლამდე იფიქრებს

გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი ელისო ჩაფიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას 15 თებერვლამდე მიიღებს. ჩაფიძის განცხადებით, მომავალ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემოთავაზების მიღების შემდეგ, ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა.

"პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრობა შემომთავაზეს. სხვადასხვა საკითხებზე მისი კონკრეტული გეგმა და ხედვები მაინტერესებდა და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ამ ადამიანის მიმართ გარკვეული სიმპატიები ნამდვილად მაქვს. მისი გაკეთებული საქმეები გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს, მაგრამ მაინც არ მსურს ავჩქარდე. მოსაფიქრებლად ვადა 15 თებერვლამდე მაქვს. ამ დროს გამოვიყენებ და ყველაფერს კარგად ავწონი", – განუცხადა "ობიექტივს" ელისო ჩაფიძემ და იქვე დასძინა, რომ პარტიის წევრების ვინაობა ჯერ არ იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100