კახა კალაძე 57,2% , ნიკა მელია 42.8% - "იმედის" ეგზიტპოლის შედეგები ასეთია
"გორბის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში კახა კალაძე იმარჯვებს. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კახი კალაძეს 57.2 % აქვს, ნიკა მელიას კი 42.8%.
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%;
დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%.
ქუთაისი:
იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%;
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%;
გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.
კომენტარი