შოთა უტიაშვილი: "გარდაცვლილია ერთი პოლიციელი"
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მომხდარი შეტაკების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, – ამის შესახებ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიტინგის მონაწილეები არ დაემორჩილნენ დაშლის შესახებ მოთხოვნას, რის შემდეგაც პოლიცია იძულებული გახდა, რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაეწმინდა.
"ან დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. დაშავებული არიან პოლიციელები, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია." – თქვა უტიაშვილმა.
კომენტარი