სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს "საწყალ ბიჭებს" უწოდებს, ოპოზიციას - "ფარისევლებს"

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "საწყალ ბიჭები" უწოდა, ოპოზიციას კი - "ფარისევლები".

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს მთავრობის მეთაურმა ყველაზე დიდი დრო ოპოზიციის ლანძღვას დაუთმო და აღნიშნა, რომ ქართველები უკრაინაში საომრად "ომის პარტიას" მიჰყავს.

ადამიანი ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული დივიდენდების, ყალბი დივიდენდების, მიღებას. ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს"- თქვა მან.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა "ყველაფერს აკეთებს დაღუპულთა გადმოსასველებლად, თუმცა პიარისა და პომპეზურობის გარეშე".

ყველას შევახსენებ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან საწყალი ბიჭები. ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პაირის გარეშე, ყველაფერზე პიარის გაკეთება და ამორალური პოპულიზმი არის შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა" -თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100