ლუსონის ახალი შოურუმი საბურთალოს სითი მოლში 25 თებერვალს გაიხსნა
25 თებერვალს შუადღის 3 საათზე საბურთალოს City Mall-ში პრემიუმ ბრენდი „ლუსონის“ ახალი შოურუმი გაიხსნა.
ღონისძიებაზე მისულ ვიზიტორებს ბევრი საინტერესო სიახლე დახვდათ როგორც პროდუქციის, ასევე ფერთა გამის, ტენდენციებისა და მოდელების თვალსაზრისით.
პრემიუმ კლასის სარემონტო მასალების ბრენდი "ლუსონი" მომხმარებლებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო 10 000-მდე დასახელების ექსკლუზიურ, უმაღლესის ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. ძირითადი მიმართულება სამშენებლო მასალები, კერამიკული ფილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და მცირე დეტალებია, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულს გახდის.
საბურთალოს ფილიალში ძირითადად ევროპული ბრენდები იქნება წარმოდგენილი განსხვავებული კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ავეჯი და კარები, შპალერი, განათება და ა.შ.
„გარემო სახლის დიზაინთანაა მიახლოებული. რამდენიმე კუთხე სპეციალურად გამოვყავით და ადამიანს შეუძლია თავი საკუთარ სახლში ან სააბაზანოშიც კი იგრძნოს.“ - აღნიშნა ლუსონის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბეღელურმა.
"ლუსონი" საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა. პირველი 4 სართულიანი შოურუმი აკაკი ბაქრაძის 23 ნომერში მდებარეობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი თუ აუცილებელი საყოფაცხოვრებო დეტალის შერჩევა. კიდევ ერთი უპირატესობა ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი და პროდუქციაზე მიღებული ოფიციალური დოკუმენტებია, რაც კომპანიის პრემიუმ
მიდგომას უსვამს ხაზს.
„აქამდე ლუსონში ის ხალხი მოდიოდა, ვინც
ერთგული მომხმარებლებელია და უკვე იცის ჩვენი პროდუქტების შესახებ. მოლები დატვირთულია ადამიანებით, რომლებიც სეირნობენ და მათთვის საინტერესო ნივთებს ეძებენ. გვსურს, რომ გამვლელმაც კი შეამჩნიოს ლუსონის
ახალი შოურუმი და სიამოვნება მიიღოს იმ ყველაფრით, რასაც ვთავაზობთ.“ - დაამატა გიორგი ბეღელურმა.
საბურთალოს City Mall-ის ფილიალში მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, განსაკუთრებულ მომსახურებასაც მიიღებთ. კომპანიის მენეჯერები და დიზაინერები დაგეხმარებიან იმ დეტალების გათვალისწინებაში, რომლებიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულს, დახვეწილსა და მიმზიდველს
გახდის.
კომენტარი