დიდუბეში 2 მამაკაცი დაჭრეს
სისხლიანი გარჩევა მოხდა დიდუბეში - ორ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები, სავარუდოდ, ცივი იარაღით წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში მიაყენეს.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.
კომენტარი