სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავარაუდოდ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზურაბ ჯამალაშვილისა და ადვოკატ ირაკლი ფხაკაძის დაკავება, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და კიდევ სხვა ნივთები.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ამჟამად კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100