აშშ-ში "მწვანე ბარათის" წლევანდელი გათამაშების შედეგები გააუქმეს
აშშ-ში "მწვანე ბარათის" წლევანდელი გათამაშების შედეგები გააუქმეს . "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, გათამაშების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 22 000 ადამიანს აშშ-ში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი ბარათი ჰქონდა მოგებული.
შედეგების გაუმქების მიზეზად კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლა დასახელდა.
გათამაშება, რომელშიც 50 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, თავიდან ჩატარდება, შედეგები კი, ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გათამაშების მონაწილეებს ბოდიშს უხდის.
კომენტარი