სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, მაშველებს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები დახვდათ. ჩამოვარდნის ადგილთან ახლა გადაუღებლად თოვს და ტემპერატურა -5 გრადუსია
ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ „ან-148“-ზე ფრენის.

ამავდროულად, „რუსეთის ფოსტამ“ უარყო ვერსია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი, შესაძლოა, აფრენისას ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. უწყებაში განმარტეს, რომ მათ ვერტმფრენი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ორ თვითმფრინავს ფლობენ.

ორსკის აეროპორტში თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებთანაც ფსიქოლოგები მუშაობენ. ადგილზე ჭირისუფალთა მხარდასაჭერად ორსკის აეროპორტში სასულიერო პირებიც მივიდნენ. უკვე გამოქვეყნდა იმ მგზავრთა სიაც, ვინც აღნიშნულ რეისზე იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არის ერთი ბავშვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100