სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - საბერძნეთში საქართველოს ელჩი

საბერძნეთში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ეს უკვე დაზუსტებული მონაცემებია.

მისივე ინფორმაციით, ორი დაშავებული ქართველი ამ დრომდე სახლის პირობებში მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები თითქმის ყოველ საათში იცვლება. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რიცხვი 74-ს, დაშავებულების კი 187-ს აღწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100