სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეუთო-ს წარმომადგენელი მაია ფანჯიკიძეს მიმართავს

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მაუწყებლობისშესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე სამართლებრივი შეფასებაა მოცემული.

წერილში დუნია მიატოვიჩი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულყოფილად ფუნქციონირების აუცილებლობას.

"შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია მოქმედი კანონის გაუმჯობესებისკენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პლურალიზმისა და გამჭვირვალედ მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით. ამის მიღწევა შესაძლებელია მოცემული ამოცანების გადახედვით, ვალდებულებებისა და გენერალური დირექტორისა და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დანიშვნის პროცედურების გადახედვით. ერთობ მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საკუთარი მაუწყებლობის შემადგენელი ნაწილი, გაავრცელებს სხვა ტელემაუწყებლების სიგნალს", - აღნიშნავს მიატოვიჩი.

ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხში კანონპროექტის ნაკლოვანებებზეც საუბრობს.

"კანონპროექტის მთავარ ნაკლოვანებას წარმოადგენს, რომ არ არის განმარტებული თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული სამეურვეო საბჭოდან ახალზე გადასვლა გარდამავალ პერიოდში", - აღნიშნავს მიატოვიჩი.

მისივე განმარტებით, აუცილებელია ამ ცვლილების შეტანა კანონპროექტში გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

ცვლილებები სამართლებრივი შეფასების შესახებ მომზადებულია ექსპერტის მედიის იურიდიულ საკითხებში, პროფესორ კეტრინ ნეიმან მეტკლაფის მიერ.

შეთავაზებული ცვლილებების ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ უმჯობესი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების რაოდენობა შემცირდეს და ნაცვლად 15 წევრისა დაკომპლექტდეს 9 კანდიდატისგან, რომელთაგან სამი შეირჩევა ღია კონკურსის წესით, სამი - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, სამი კი - უმცირესობის მიერ. პრეზიდენტი გამოეთიშება საბჭოს წესების არჩევის პროცესს. მეურვეობის კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით იმ ცხრაწევრიანი კომისიის მიერ, რომელსაც სპეციალურად ამ მიზნით პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოაყალიბებს და რომელიც სამოქალაქო საზოგადოებრივი წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებდა.

კომისიამ თითოეული ვაკანტური ადგილისთვის სულ ცოტა სამი კანდიდატი უნდა დაასახელოს. ორ კანდადატს პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ასევე ღია კონკურსით შერჩევის გზით ნიშნავს სახალხო დამცველი, ხოლო ერთ ადგილს საბჭოში ავტომატურად იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100