30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს სჯობს თავი შეიკავოთ მნიშნელოვანი საქმეების წარმოებისგან. იზრუნეთ კომფორტული გარემოს შექმნაზე, მოუფრთხილდით ურთიერთობებს ხელმძღვანელობასთან, საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან.
კურო
ნაყოფიერი დღეა, თქვენი გეგმები რეალიზდება იმ ლოგიკით, როგორც გათვლილი გქონდათ. მიჰყევით სიტუაციებს. პირად თემას რაც შეეხება, ახლა არ არის გარჩევებისა და პარტნიორის მიმართ ბრალდებების წაყენების დრო.
ტყუპები
ეფექტურია დღეა პირად-სასიყვარულო თემების კუთხით. იაქტიურეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა, გამხიარულდით და შეუქმენით საყვარელ ადამიანს ფერადი და ხალისიანი განწყობა.
კირჩხიბი
დღის ენერგიები შეგიძლიათ თავადაც მშვენივრად მართოთ, ნუ ჩამოყრით ყურებს არასასურველი გარემოებების გამო, შეცვალეთ რეალობა, გააფერადეთ თქვენი ცხოვრება და იყავით საკუთარი სცენარის ავტორი.
ლომი
შეინარჩნეთ სიმშვიდე და ზომიერება, გახსოვდეთ რომ მორალური ნორმებისა და კანონების მასიური უარყოფა სამყაროში დიდ ქაოსს გამოიწვევს, ასე რომ გამოიყენეთ არსებული სიტუაციები სათქვენოდ და ისწრაფეთ განვითარებისკენ.
ქალწული
იყავით აქტიური, გაწერეთ სამომავლო გეგმები, დაასრულეთ და ძველი ვალდებულებები და მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, ეს ყოველივე გამოგიკეთებთ განწყობას და სიტუაციებიც ირგვლივ დალაგებას დაიწყებს.
სასწორი
იყავით წინდახედული ფინანსებთან დაკავშირებით, ახლა არ არის სასიკეთო პერიოდი საყიდლებისთვის. სხვა მხრივ დღე დახუნძლული შეიძლება იყოს კომუნიკაციებით და შეხვედრებით, ეცადეთ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.
მორიელი
საქმიან სფეროში მოერიდეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. იყავით მოქნილი და გააცნობიერეთ, მიზანმა შესაძლოა დაკარგოს თავის აზრი და აქტუალობა, პრინციპულობა ყოველთვის მომგებიანი ვერ იქნება.
მშვილდოსანი
მშვენიერი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, დაწყებული პირად- სასიყვარულო საკითხებში დალაგება - აწყობისთვის, ასევე სხვადასხვა მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისათვის.
თხის რქა
აქტუალურია სამსახურეობრივი თემები, მიჰყევით დასახულ მიზნების, ახლა არ არის ახალი გაუთვლელი ნაბიჯებით სვლის დრო. მოერიდეთ მნიშვნელოვან ხარჯებს.
მერწყული
ყველაზე აქტუალური ამ დღეს შესაძლოა ფინანსური თემა იყოს, აკონტროლეთ ხარჯები, გამოიჩინეთ ზომიერება. გადაამოწმეთ საბუთები, შესაძლოა მნიშვნელოვანი შეცდომა გაიპაროს.
თევზები
გაიფერადეთ სივრცე და განწყობა, დაძაბული დღის ბოლოს სასურველია შეხვდით მეგობრებს, განიტვირთოთ მათთან სასიამოვნო საუბრით და დაგეგმოთ საახალწლო ღონისძიებები.
კომენტარი