ჟერარ დეპარდიემ თვითმფრინავში მოშარდვის შემთხვევაზე დღეს პირველად ისაუბრა
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ პირველად ისაუბრა იმ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც შეემთხვა თვითმფრინავში, როცა ვეღარ მოითმინა და უნებურად სალონში მოშარდვა მოუხდა.
-ამის გაძლება ძალიან მტკივნეული იყო, მე არ ვარ ტერორისტი, უბრალოდ საპირფარეშოში მომინდა, გესმით? მე როგორც ნამდვილი სპილო, ძალიან ბევრს ვშარდავ...“ – განაცხადა თავის გასაჭირზე მსახიობმა.
იგი ცდილობდა საპირფარეშოში მოხვედრას მას შემდეგ, როგორც კი ტაბლოზე გაჩნდა წარწერა „შეიკარით უსაფრთხოების ღვედები“ და თვითმფრინავი ემზადებოდა ასაფრენად.
ბორტგამცილებელმა სთხოვა მსახიობს მოეთმინა 15 წუთი, მაგრამ დეპარდიე კვლავ დაჟინებით მოითხოვა საპირფარეშოში გაშვებას.
ასევე მტკიცედ იდგა საკუთარ აზრზე სტიუარტესაც. ჟერარი არ დაიბნა, აიღო ცარიელი ტარა და გამოიყენა, სამწუხაროდ ერთი ცალი საკმარისი არ აღმოჩნდა...
-ვერ წარმოიდგენთ,როგორ განვთავისუფლდი. სამწუხაროა, რომ ტარა ასეთი პატარა აღმოჩნდა, მაგრამ ნუ იდარდებთ, ყველაფერს გაასუფთავებდნენ, - დაამატა მსახიობმა.
ერთ-ერთი მგზავრის მონათხრობის მიხედვით, დეპარდიე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებდა.
კომენტარი