„ის რაც ჩვენ გაკეთებული გვაქვს ქვეყნისთვის, ნებისმიერ უცხოელ კომპანიას რომ გაეკეთებინა ოქროს ასოებით ჩაწერდნენ ისტორიაში“
ცეზარ ჩოჩელი მეიდათან საუბრისას აცხადებს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. მისი განცხადებით, გუნდმა, რომლის ერთერთ წევრსაც თავად წარმოადგენს, უამრავ კარგ პროექტს შეასხა ხორცი და უკეთესი პროექტები უახლოეს მომავალში იქცევა რეალობად:
„ის რაც ჩვენ გაკეთებული გვაქვს ქვეყნისთვის, ნებისმიერ უცხოელ კომპანიას რომ გაეკეთებინა ოქროს ასოებით ჩაწერდნენ ისტორიაში. ჩვენ ნაკლები გვაქვს გაკეთებული ეკონომიკისთვის? ისტორია თავისას იტყვის, ადამიანი იბადება შიშველი და მიდის შიშველი, თან არავის არაფერი არ მიაქვს, აქ რჩება სახელი. ის რაც ჩვენ უკვე გავაკკეთეთ და რასაც ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ აუცილებლად დარჩება ისტორიაში - ყველაზე წარმატებულის შექმნა ჯერ არ დამიწყია და დავიწყებ აუცილებლად.
„მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ვიღაც გმფარველობთო. 1994 წელს დაიწყო ეს ყველაფერი. ერთხელ მოხდა ისე, 1999 წელს, რომ ჩავიქნიე ხელი, ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ აეროპორტიდან მოვბრუნდი, სად უნდა წავსულიყავი?! დავიწყე ისევ მუშაობა და ვთქვი, რომ ყველას უნდა დავაჯერო, რომ ჩვენი ჯგუფი წარმატებულია. 2008 წლის თებერვალში დავინიშნე გუბერნატორად, მე, ჩემს ძმას და ჩვენს საერთო მეგობარს 60 მილიონი გვქონდა, მაგ პერიოდში ნახევარ თბილისს ვიყიდდი, რა უნდა გამეკეთებინა? წავსულიყავი უცხოეთში და თბილად მეცხოვრა თუ უნდა გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე? რომელია სწორი?
ჩემი ქვეყნიდან რომც გამაგდონ, აქედან არ წავალ, იმას არავის არ ვათქმევინებ, რომ მე გავიქეცი,. არავის არ გავექცევი და არავის არ დავემალები, მე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძოლებ და ვიპოვი აუცილებლად ამ სიმართლეს, ასე ვპოულობდი მთელი 20 წელის მანძილზე“, - აცხადებს ბიზნესმენი.
კომენტარი