სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის PR-ჯგუფმა წინასაარჩევნო კლიპი არგენტინის პრეზიდენტობის კანდიდატს „მოპარა“(ვიდეო)

რუსმა ბლოგერებმა ყურადღებით შეისწავლეს ვლადიმირ პუტინის PR-სპეციალისტების მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო რგოლად და დაასკვნეს, რომ იგი... მოპარულია.

ბლოგერები წერენ, რომ წინასაარჩევნო კლიპის იდეა, ფორმა და შინაარსიც კი თითქმის დეტალებში იმეორებს 2003 წლის არგენტინის პრეზიდენტობის კანდიდატის რიკარდო ლოპეს მერფის კლიპს. კლიპის მთავარი „მუღამი“ ისაა, რომ ის როგორც თავიდან ბოლოსკენ, ასევე პირიქით, ბოლოდან დასაწყისისკენ იკითხება ისე, რომ კლიპის სუბტიტრების თავდაპირველი აზრი ხელმეორედ - ბოლოდან დასაწყისისკენ წაკითხვის შემთხვევაში რადიკალურად იცვლება. არგენტინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიდეორგოლს ასეც ერქვა: „სიმართლე (შებრუნებული)“ - «Truth (Up Side Down)».

კლიპის ორიგინალი, რომელიც არგენტინაში ესპანურ ენაზე უჩვენეს, 2002 წელს ნიუ-იორკში ბაზირებულმა საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო TBWA-მ დაამზადა, კლიპის ინგლისურენოვანი ვერსია კი ავტორიტეტულ საერთაშორისო კონკურსზე „კანის ლომები“ გაიგზავნა და „ვერცხლის ლომით“ დაჯილდოვდა კიდეც.

„დრონი.ჯი“ თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის არჩევნების წინაპერიოდში ზუსტად იგივე იდეა დედაქალაქის მერობისერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის „პიარშიკებმაც“ „მოიპარეს“. მაშინ კლიპის ქართული, კანდიდატზე მორგებული ვარიანტი „ფეისბუქზე“, კანდიდატის მხარდამჭერთა ჯგუფში „დატესტეს“, თუმცა, გამოქვეყნებიდან ხუთიოდე წუთში რამდენიმე იუზერმა კლიპის ორიგინალის ბმული დადო და კანდიდატების „პიარშიკები“ პლაგიატში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დაიწერა, რომ კლიპი ოფიციალურ წინასაარჩევნო კლიპად არ იყო ჩაფიქრებული და კანდიდატის საარჩევნო შტაბის დაკვეთით არ დამზადებულა, ცოტა ხნის შემდეგ კი კლიპი საერთოდ წაიშალა როგორც „ფეისბუქიდან“, ასევე „იუთუბიდან“.

რუსულ სინამდვილეში ასე არ მომხდარა: კლიპი ოფიციალურად გამოცხასსა ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო რგოლად და ბლოგერთა რეაქციამაც არ დააყოვნა: მათ პუტინის „პიარშიკები“ ამხილეს და ორივე კლიპის დეტალური შედარებაც გამოაქვეყნეს, რომელსაც „დრონი.ჯი“ გთავაზობთ:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100