ჯგუფ ფრანის სოლისტი მოსკოვურ იმედგაცრუებაზე საუბრობს
ჯგუფ ფრანის სოლისტი მოსკოვურ იმედგაცრუებაზე საუბრობს. მოკლე მაგრამ დასამახსოვრებელ ისტორიას გაგა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში გვიამბობს.
„ერთხელ ერთ დროს, ცუდადმოსაგონარ დროს მოსკვაში გადარჩენის იმედად მყოფი "ბღარტები" მივადექით ერთ ხმის ჩამწერ სტუდიას. ქართველს რა თქმა უნდა, იქაურ სვეცკი ქართველს "მოსკოვები და დონეცკები რო დაიპყრო" ხოდა მივადექით "გვიშველე"-ს პონტში რა.
ხოდა მოვასმენინეთ სიმღერა დღეები რბიან, აი ისე ვიმღერეთ რა-გაზის კამერა რო გელოდება სიკვდილმისჯილს და მარტო ეგ სიმღერა რო გადაგარჩენს და თვალები დავხუჭეთ და გადავეშვით (ფრანები) ჩვეულ მორევში დააა მოვრჩი სიმღერას და ველოდები ქართულ, ჯიგრულ, მონატრებულ, ოღონდრამეშიგამოგადგეთ თანაგრძნობას.
ხოდა (სამი ცივი ტაშის შემდეგ) პასუხი გაისმა ზემოდან (მაღალი იყო ის "ღმერთი" სიმაღლეში ვისგანაც შველას ველოდით)
-კარგია მაგრამ გრძელია:-)
p.s. მალე მის სოლო კონცერტს იხილავთ დედაქალაქში ვერდიქტი თქვენთვის მომინდია მეგობრებო“ - წერს ჩიხლაძე.
სტატუსის კომენტარებში კი საკუთარ მეგობრებს სთხოვს არ დაასახელოს ამ ადამიანის სახელი და გვარი.
კომენტარი