რომელ არჩევანს უწუნებს „ქდმ“ ქართულ ოცნებას?
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა შეაფასა. მისი განცხადებით ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატი არასწორად შეარჩია.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არასწორი კანდიდატურა წამოაყენა და მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩვენებზე მეორე ტური გარდაუვალი იქნება.
ვეფხვაძის განმარტებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია თუ ერთიან სწორ კანდიდატზე შეჯერდება, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხება შესაძლებელი იქნება.
მისივე თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს, ერთიანი კანდიდატი ორი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
კომენტარი