ახალაიას ცოლს გერგედავასთვის მადლობის გადახდა სურს
ახალაიას მხარდასაჭერად თავფლწასმული ონისე გერგედავა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადამიანია. მისმა ქმედებამ საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა, ბევრმა ეჭვის თვალითაც კი შეხედა ექმინისტრის მხარდამჭერს, ამიტომ droni.ge ახალაიას ცოლს ანი ნადარეიშვილს დაუკავშირდა და ახალაიების პოზიციის გარკვევა სცადა.
ონისე გერგედავას თავად ბაჩო ახალაია თუ იცნობს?
არა არ იცნობს, საერთოდ არ ვიცით ვინ არის, მადლობის გადახდა მინდა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი.
გერგედავას პროტესტზე ბაჩო ახალაიას რა რეაქცია ქონდა?
ჯერ არ იცის, რადგან შაბათ-კვირა დაემთხვა და ადვოკატები დასვენების დღეებში ვერ შედიან პატიმრებთან, ჩვენ კი მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით გვაქვს ბაჩოსთან კონტაქტი. ტელევიით, რომ ყოფილიყო გერგედავას ქმედება გაშუქებული გაიგებდა ბაჩო ამ ამბავს, მაგრამ ტელევიზიებს, როგორც ვიცი არ გაუშვიათ ამ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი. სავარაუდოდ ხვალ შევა ადვოკატი ბაჩოსთან და ხვალ გახდება მისთვის ცნობილი გერგედავას მიერ თაფლის წასმის ამბავი.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად, ახალგაზრდა მამაკაცმა ტანსაცმელი გაიხადა და შიშველ სხეულზე თაფლი წაისვა. ამით ონისე გერგედავამ ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობა გამოხატა. გერგედავამ საკუთარი პროტესტი ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით თავადვე გადაიღო და "ფეისბუქის" გვერდზე ატვირთა. ვიდეოს შემდეგი შინაარსის განმარტება ახლავს: "სოლიდარობა ბაჩო ახალაიას, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! თუ საქართველოს სიყვარული დანაშაულია, მაშინ მეც დამნაშავე ვარ!" - წერია გერგედავას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს განმარტებაში.
კომენტარი