ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში არ გაკეთებულა - გოგონა, რომელიც გლანდების ოპერაციამ იმსხვერპლა სხვა კლინიკის პაციენტი იყო
გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორიას სიცოცხლე იმსხვერპლა. გოგონა გუშინ გარდაიცვალა. დრონი.ჯი-მ წუხელ საღამოს სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ნინო ვადაჭკორია სულ სხვა საავადმყოფოს პაციენტი იყო.
ჩვენმა რედაქციამ საავადმყოფოსა და ექიმის ვინაობის შესახებაც მოიპოვა ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ მათი ვინაობის დასახელებისგან.
დრონი.ჯი ბოდიშს უხდის ხეჩინაშვილის კლინიკას აღნიშნულის გამო.
კომენტარი