საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ოცდაორქულიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში დღეს მეტოქეს – გამოცდილ ბელგიელებს თამაში ყველა კომპონენტში მოუგო. თავიდანვე გამოკვეთილ ქართველთა უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში არაფერი დამუქრებია და იგი ქულათა სხვაობაში თანდათან, პერიოდიდან პერიოდამდე იზრდებოდა. ბელგიელები მხოლოდ მესამე–მეოთხე პერიოდში მოვიდნენ აზრზე და თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს, მაგრამ ამაოდ: ქართველებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 81:59.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც გუნდს 16 ქულა შესძინა.
ვიდეო: ქართველი კალათბურთელები დღევანდელი შეხვედრის დაწყების წინ
კომენტარი