სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრისტენ სტიუარტი ლესბოსელი გახდა

ახალგაზრდა კინოვარსკვლავი, კრისტენ სტიუარტი რომელმაც მეგა პოპულარობა მოიპოვა ვამპირის შეყვარებულის როლის განსახიერებით ფილმში „ბინდი“ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გოგონა ყოფილა.

„მსახიობს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს“ - წერენ უცხოური ყვითელი მედიის ჟურნალისტები და ამ ფაქტის დასტურად კრისტენისა და მისი შეყვარებულის სტეფანია სოკოლინსკის ფოტოებს აქვეყნებენ. წყვილი ამჟამად პარიზში იმყოფება და ერთად ყოფნით ტკბებიან.

მართალია მსახიობს ქალთან ურთიერთობა ადრეც ჰქონდა, მაგრამ პარიზში მის გამოჩენამდე თაყვანისმცემლებს იმედი ჰქონდათ, რომ კრისტენისთვის ასისტენტ გოგონასთან რომანი უბრალოდ უცხო ხილის დაგემოვნება იყო და ახლა ტრადიციულ ორიენტაციას დაუბრუნდა, რადგან ქალთან პირველი რომანის დასრულების შემდეგ, ის სექსუალური მგელის როლის შემსრულებელ მსახიობ, ტეილორ ლონერისა და ინგლისელი მსახიობის ნიკოლას ჰოლტის საზოგადოებაში შენიშნეს, თუმცა სტეფანია სოკოლინსკიმ ამ იმედებს ხაზი გადაუსვა.

კრიტენი სავარაუდოდ ბისექსუალია, რადგან მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა რომანი მსახიობ რობერტ პატინსონთან, რომელიც ბინდის საგაში მისი პარტნიორია და თინეიჯერთა კუმირის, ედვარდ კულინის როლს ასრულებს.

2012 წელს ფილმ „მონადირე და ფიფქიას“ გადაღებების დროს სტიუარტმა პატინსონს ამავე ფილმის რეჟისორთან რუპერტ სანდერსთან უღალატა, შემდეგ ღალატის შესახებ თავად გამოუტყდა ბოიფრენდს. რეჟისორთან რომანმა კრისტენისა და რობერტის რომანს წერტილი დასუვა, რობერტი დეპრესიაში ჩავარდა და არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ არა მსახიობი რიზ უიზერსპუნი, რომელმაც პატინსონი საკუთარ სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად, მეგობრულად დაუდგა გვერდში და საყვარელ ქალთან განშორება გადაატანინა.

ახლა რობერტი ბრიტანელ ემი უაინჰასად წოდებულ მომღერალ ფკა თვინგს ხვდება და წყვილი დაქორწინებასაც აპირებს, კრისტენმა კი მამაკაცებიდან ქალებზე გადაინაცვლა და ლესბო-ცხოვრებას ეწევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100