სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რომელი ჭკუათმყოფელი მიიყვანს ტერორისტს ბინაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება"

პრეზიდენტის პირადი მფრინავი ზაურ ქორთოშიძე აცხადებს, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირები მის სახლში არ ცხოვრობდნენ. მიხეილ სააკაშვილის პირადი მფრინავი, ავიაკომპანია "თუშეთის" მფლობელი ქორთოშიძე აცხადებს, რომ კადიევი 2012 წელს დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მისი შვილის თორნიკე ქორთოშიძის ბინით სარგებლობდა.

რაც შეეხება ქორთოშიძის და კადიევის პირად ნაცნობობას, როგორც ქორთოშიძე აცხადებს 2011 წელს მას დაღესტნიდან დაუკავშირდნენ ნათესავები და სთხოვეს ფინანსური დახმარება გაეწია ახალგაზრდა მოჭიდავისთვის. ფინასნური დახმარება განისაზღვრებოდა 100-150 დოლარის ოდენობით, რომელიც ქორთოშიძეს სესხის სახით უნდა მიეცა მოჭიდავისთვის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ ერთმანეთს კადიევი და პრეზიდენტის პირადი მფრინავი. შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქორთოშიძეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ნათესავები და სთხოვეს კადიევს ბინის დაქირავებაში დახმარებოდა. როგორც ქორთოშიძე აცხადებს, იმ დროისათვის კადიევი თბილისში ცხოვრობდა და სავარჯიშოდ "ფალავანთა კლუბში" დადიოდა. პრეზიდენტის პირადი მფრინავის თქმით ამ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა მისი ვაჟი, თორნიკე ქორთოშიძე და მან შესთავაზა ოჯახს დროებით სარგებლობისთვის გადაეცათ კადიევისთვის ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ბინა რომელიც იმ დროისთვის დაკეტილი იყო.

"ეს პიროვნება ჩიტაძეზე მდებარე სახლშიი ცხოვრობდა დაახლოებით ორი ან სამი კვირის განმავლობაში, შეიძლება ერთი თვეც. ის სახლში მიიყვანა ჩემმა მძღოლმა. ეს არის ბინა სადაც კონტროლდება ყველაფერი, აყენია სათვალთვალო კამერები და ხდება ყველა შემსვლელის და გამომსვლელის დაფიქსირება. ჩვენ რომ გვცოდნოდა რომ ეს იყო ძებნილი, როგორ ფიქრობთ რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი მიიყვანს ასეთ სახლში, მსგავს პიროვნებას", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100