სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა - ინფორმაცია მედიას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

როგორც მარინა ეზუგბაიას კომენტარიდან გაირკვა, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის - 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, 3 - ქედაში, 1 - შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლი - რუსთავში - 4, გურიაში - 3, კახეთში - 1.

გამოჯანმრთელებულების რიცხვის მოხლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მიისვე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100