სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიწმარიშვილი კვლავ მოსკოვს მიემგზავრება

როგორც ამბობენ, ახალდაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პარტია" პრორუსული მიმართულების, ქვეყანაში რუსული ინტერესების და პოლიტიკის გამტარებელი იქნება. პარტიის უმთავრესი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ნატოსკენ სწრაფვის სურვილის ჩაქრობა რომ არის, ამას თავად ლიდერებიც აცხადებენ.
დფლსდ;ლგ'დსგლ
"ნატო ვერ გახდა საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, თვალი გავუსწოროთ რეალობას" - აღნიშნავდა სუბარი პარტიის პრეზენტაციაზე. როგორც ჩანს, დღეს საქართველოში ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ჩრდილოელ მეზობელზეა შეყვარებული. ნოღაიდელს, ბურჯანაძეს და დავითაშვილს კონკურენტები გამოუჩნდათ. გამოდის რომ რუსეთში ჩასვლა ახლა უკვე დასწრებაზეა.
დფლსდ;ლგ'დსგლ
რუსეთში გამგზავრებას აგერ უკვე "ქართული პარტიის" ლიდერებიც გეგმავენ. "რუსეთთან მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში ვმართავდი და დღესაც იგივეს ვაპირებ", – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ის აუცილებლად ჩავა მოსკოვში და ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც რუსეთში გადაწყვეტილებების მიღება აბარიათ.
დფლსდ;ლგ'დსგლ
"დრონი.ჯი" დაინტერესდა, თუ როდის გეგმავს კიწმარიშვილი ჩრდილოეთში გამგზავრებას, ვისთან აპირებს შეხვედრებს და თანამშრომლობას, და საერთოდაც, როგორ აპირებს ოპოზიციონერი ერასტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგებას, რისი იმედი აქვს. აი, ამ საკითხებზე სასაუბროდ "დრონი.ჯი" ეროსი კიწმარიშვილს დაუკავშირდა:
დფლსდ;ლგ'დსგლ
– ბატონო ეროსი, "დრონი.ჯი"-დან გაწუხებთ...
დფლსდ;ლგ'დსგლ
– საიდან?
– მედია-ჰოლდინგ "დრონი.ჯი"-დან.
დფლსდ;ლგ'დსგლ
ამის თქმა იყო და კიწმარიშვილმა სიტყვა აღარ გვათქმევინა, გაგვითიშა. შემდეგ არაერთხელ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ჩვენი არაერთგზის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ჩვენთვის რთულად ასახსნელია ბატონი ეროსის საქციელი, ისევე როგორც გაურკვეველია, რას ერჩის ის "დრონი.ჯი"-ს.
P.S. როდის მიემგზავრება კიწმარიშვილი რუსეთში, ვისთან გეგმავს შეხვედრებს, და რა მიზანს ემსახურება მისი ვოიაჟი, "დრონი.ჯი"-მ ვერ გაარკვია, ისღა დაგვრჩენია, კეთილი მგზავრობა ვუსურვოთ ბატონ "ერასტის".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100