ბერდიანსკში დაპირისპირებაა - მოსახლეობა რუს სამხედროებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
ბერდიანსკში დაპირისპირებაა - მოქალაქეები შეიარაღებულ ოკუპანტებს უპირისპირდებიან. მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. უკრაინულ ტელეგრამ არხებზე დაპირისპირების ვიდეომასალაც ვრცელდება. ადგილობრივები ოკუპაციას აპროტესტებენ და მტერს მათი ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, ქალაქი ბერდიანსკი რუსი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებულია.
კომენტარი