სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინცს რომ გაჰყვე ცოლად, თავად უნდა იყო პრინცესა...

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ პარტნიორი სჭირდება. რაკი ასეთი მოთხოვნილება არსებობს, ესე იგი მისი რეალიზებაც უნდა მოხდეს. როგორ გააკეთოს ეს, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, მაგრამ არსებობს ზოგადი მიდგომებიც.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობა მოცემულ დროსა და მოცემულ სოციალურ გარემოში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ, ჯერ ერთი, მოცემულ საკითხზე ყოველგვარი მტკიცება სუბიექტურია და მართებულია მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანისთვის; მეორე - ვინმესთან ურთიერთობა ნიშნავს შეუთანხმო მას საკუთარი პოზიციები და მზად იყო, შეიცვალო თვალთახედვა; მესამე - აუცილებელია პარტნიორის უფლებათა უპირობო გათვალისწინება და მიღება; და მეოთხე - უნდა შევძლოთ განშორების ატანაც, რადგანაც სამყარო ასეა მოწყობილი - ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ქალები ქორწინების თაობაზე უამრავი ილუზიით იკვებებიან: ჯვრისწერა, ხელის მოწერა, ქორწილი, თეთრი კაბა... ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც გარემო, რომელშიც გოგონა იზრდება, ასეთი სტერეოტიპებით არის გაჯერებული. ალბათ ბევრს უნახავს, როგორი აზარტით თამაშობენ გოგონები დედობანას, დედაშვილობანას.Gრა გასაკვირია, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებზე ოცნებობენ. მამაშვილობანას თამაშში გართული და დაოჯახების მსურველი ბიჭუნების მნახველი კი ალბათ არავინ არის. ბიჭებს არ აქვთ გოგონების მსგავსი მოთხოვნილებები. მათ მიაჩნიათ: პრინცს რომ გაჰყვე ცოლად, თავად უნდა იყო პრინცესა. ადამიანი არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური და, რაც მთავარია, მოაზროვნე არსებაც არის, ამიტომ, გარდა ბუნებრივი მოთხოვნილებების რეალიზაციისა, ბევრი სხვა რამ სჭირდება, მაგალითად, საუბარი, კოცნა, ნაზი მზერა, დილით ჰალსტუხის შეკვრაში დახმარება... მამაკაცის გაგება, მისი ფსიქიკის სიღრმეებში წვდომა არც ისე ადვილია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მათთან ურთიერთობისას ვიყოთ მომთმენნი, მიმტევებელნი, მათი დარდი და სიხარული გავიზიაროთ..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100