სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, 21-23 ივნისს ჩატარდება თბილისში.

ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ZEG-ზე მომხსენებელთა სია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი მიიღებს. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი, მათ შორის არიან: მარია რესა, ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor's.

ბილეთები: tkt.ge/ZEG

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100