სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების განწყობაზე ბოლივუდის მსახიობებმა იზრუნეს

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, ბათუმში ქუჩის თეატრის დღეებია, რომელიც ბრიტანელმა დრამერებმა გახსნეს. მეორე დღეს, მათ ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობები შეურთდნენ და ბათუმელებსა და ქალაქის დამსვენებლებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. პანტომიმები მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ - თეატრალიზებული მსვლელობა მათ ბულვარიდან დაიწყეს და სანაპირო ზოლს გაჰყვნენ. გზადაგზა დამსვენებლებს სხვადასხვა ქუჩის პერფომანსიც შესთავაზეს.

„საკმაოდ საინტერესო პროგრამაა, მაგრამ ჩვენი წარმოდგენები მათგან გამორჩეულია, ჩვენ გზადაგზა დამსვენებლებს ვთავაზობთ შოუ პროგრამას - ნოველებსა და მინისპექტაკლებს, რომელიც საკმაოდ გასართობი და სახალისოა როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვისაც, „- აღნიშნავს პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი.

გუშინ კი, ბათუმის ჩოგბურთის კორტებმა ბოლივუდ მასალა ორკესტრას უმასპინძლა. ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების განწყობაზე უკვე ბოლივუდის მსახიობებმა იზრუნეს. მუსიკალურმა ორკესტრმა, რომელიც თავისი რომანტიული სიმღერებით, ბოლივუდური კინოჰიტებით, მოცეკვავე ქალებითა და ჰიპნოზის ეფექტით სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით მაყურებელს იზიდავს, არც ბათუმის კორტეპზე მოსული მაყურებელი დატოვა გულგრილად.

„ბოლივუდ მასალა ორკესტრა და მისი მოცეკვავეები ეს თამამი ნაბიჯია ბოლივუდურ სამყაროში, ინდური ცოცხალი მუსიკა და ცეკვა, პროფესიონალი მსახიობები სცენაზე - ეს ერთგვარი დღესასწაულია. ინდური კინოს ფრაგმენტები ცოცხლად შენს თვალწინ იშლება. ეს ყველაფერი კი, შეზავებულია ინდური და დასავლური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ბასი, დრამი, კლარნეტი და სხვა,“ - ასე გამოხატავდნენ ემოციებს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე მისული მაყურებელები.

გვიან ღამით ბულვარში კვლავ მანათობელი აღლუმი გაიმართა - კვლავ Spark! LED Drummers ლოდნონიდან. მაგიური წარმოდგენები ზღვისპირა ქალქში გრძელდება.

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ ბათუმში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

ბათუმში თეატრალური კვირეული 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი - მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)

12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)

13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“

13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band

14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band

16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100