სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხულოში ახალგაზრდა ქალს დანით 14 ჭრილობა მიაყენეს

ხულოში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთის წინ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რეანომობილით მიიყვანეს. მას 14 ჭრილობა აქვს მიყენებული.

მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობლია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიზეზად კი მეზობლის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი სახელდება, რის გამოც აბულაძეებმა პოლიციას მიმართეს. რამინ აბულაძე ამბობს, რომ მეზობელი მათ სახლში მაშინ მივიდა, როცა მისი მეუღლე მარტო იმყოფებოდა და მას 14 ჭრილობა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქალი სოფელ ალმეში ცივი იარაღით დაჭრეს. დამნაშავე განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100