სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯერ ვყვიროდი და მერე ტირილი ამივარდა - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ყოფილი პარლამენტარი, პარლამენტში დღეს გამართულ სხდომას ეხმაურება.

"შეცდომების მეტი რა მქონია. მეც, გიასაც, ყველას. შეცდომას მარტო ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს.

მაგრამ არასდროს, არასდროს არც მე და არც გიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ანგარებით, ან ფულის, ან სკამის გამო. იყო შეცდომები, უმძიმესიც, მაგრამ არა ანგარებიანი. მთავარი ისაა რომ ჩვენ მართლა თავი გვქონდა გადადებული იმ საქმისთვის რასაც ვაკეთებდით და როგორც გვესმოდა ისე ვაკეთებდით. არც შეცდომის აღიარება გაგვძნელებია არასდროს.

დღეს, პარლამენტის სხდომას რომ ვუყურებდი, ჯერ ვყვიროდი და მერე ტირილი ამივარდა. აი ზუსტად ისე, საქართველო დსთ–ში რომ გაწევრიანდა, იმ დღეს. ადამიანები ვართ ყველა, რკინის ხომ არ ვართ მართლა და როცა ხედავ რაც ხდება და თან ქუჩაში და ციხეში გატარებული შენი საუკეთესო წლები გახსენდება, როცა საკუთარ შეცდომებსაც აანალიზებ, როცა შენს თვალწინ, იმ იდეის გამო, რისთვისაც იბრძოდა, მოგიკლავენ შენი ცხოვრების მთავარ ადამიანს, განსაკუთრებულად ამაზრზენ მომენტებში გული ამოგივარდება, დაიყვირებ, ღმერთო რატომ, რისთვის გაიწირა ამდენი სიცოცხლე, რომ მერე ეს ყოფილიყო?! ამ დროს მოგდის ცრემლები და ჰაერივით გჭირდება სხვათა მაგალითი და დასტური იმისა რომ ცუდად არ ჩაივლის ეს ყველაფერი, ეს არასწორი ბრაზი გაგდის, არაფერს აღარ ნანობ და ისევ ძლიერდები, თითქოს არც არაფერი გადაგიტანია და ახლა იწყებ ბრძოლას. ყველაფერი კარგად იქნება! დარწმუნებული ვარ. თან ძალიან მალე," - წერს ირინა სარიშვილი Facebook-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100