სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სობჩაკმა პუტინზე „ფეხები გაიწმინდა“

ქსენია სობჩაკმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, „პუტინი ფარდაგზე“, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„პრინც ალბერტისგან მოწვევა მომივიდა. მას რომ ვესტუმრე, საკმაოდ საოცარი ფარდაგი აღმოვაჩინე“, - აღნიშნა ვარსკვლავმა.

ქსენია სადილთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ სტუმრად მისულს პრინცმა ფეხსაცმელი გამოაცვლევინა, რომლითაც შემდგომ პუტინის გამოსახულებიან ფარდაგზე გადაიარა.

სოციალურ ქსელში კი ხალხი იმაზე ალაპარაკდა, რომ პუტინი სობჩაკის ნათლიაა და მსგავსი საუბარი მიუღებელია. ამ ყოველივეს ქსენიამ ასე უპასუხა:

„ამას ერთხელ და საბოლოოდ ვიტყვი: ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი ჩემი ნათლია არ არის. იგი გახლავთ უბრალო ადამიანი, რომელიც თავის დროზე მამაჩემმა დაასაქმა და შემდეგ მან ჩემს ოჯახს მოუმართა ხელი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100