აქციის მონაწილეებს ისევ წყლის ჭავლით შლიან
ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ისევ წყლის ჭავლით შლიან. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრას სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ტერიტორიაზე განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმის კორდონმა არ მისცა.
ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეხლა-შემოხლას აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის. აქციის მონაწილეები კორდონს აწვებოდნენ და მის გარღვევას ცდილობდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი.
კომენტარი