ნიკა მელიას დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ
ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა - სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილმა არ დაკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მას საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები არ გაუუქმდება.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.
მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარე დეპუტატისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
კომენტარი