სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნუ გვაბრმავებ!"- ჟურნალისტების აქცია შსს-სთან

,,ნუ გვაბრმავებ!" - ამ ლოზუნგით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ორგანიზებით ჟურნალისტების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ, გუშინ, ცესკოს-თან აქციის დაშლის დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთა, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც.

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ წყლის ჭავლი ჟურნალისტების მიმართ გამიზნულად არ გამოუყენებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100