ირინა შეიკი კიმ კარდაშიანის ყოფილ ქმარს ხვდება? - წყვილი ამბავს საიდუმლოდ ინახავს
ყვითელი პრესა ახალ ვარსკვლავურ რომანზე წერს. საქმე ეხება სუპერმოდელ ირინა შეიკისა და რეალითი შოუების ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ყოფილი ქმრის, რეპერ ქანიე უესტის შესაძლო სასიყვარულო კავშირს.
ინფორმაცია გამოცემამ The Sun deuxmoi-ზე დაყრდნობით გაავრცელა და ახალმა ამბავმა მალევე მოიცვა სოციალური ქსელები.
როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია ირინასა და ქანიეს რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით დაუდასტურებელია და წყვილი ამბავს საიდუმლოდ ინახავს.
კომენტარი