სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტუმროს მეპატრონემ 18 წლის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - გოგონას მდგომარეობა მძიმეა

სანქტ-პეტერბურგში მდებარე მინი-სასტუმროს მფლობელმა 18 წლის თანამშრომელ გოგონას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

36 წლის მეპატრონის მეუღლემ კომენტარი გააკეთა პრესასთან.

მისი განცხადებით, ქმარს სასმელი უყვარდა და ამ დროს ხშირად აგრესიული იყო. მართალია მას მეუღლე არასოდეს უნახავას ასეთ მდგომარეობაში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქმარს ურთიერთობა ჰქონოდა 18 წლის თანამშრომელთან და ნასვამ მდგომარეობაში, რამე მსგავს ინციდენტს ჰქონოდა ადგილი.

სასტუმროს მფლობელი ნარკოტიკების მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.


წინასწარი მონაცემებით, ჩხრეკის დროს მამაკაცს ორი პისტოლეტი და სამი სანადირო თოფი აღმოაჩინდა. ის 18 წლის გოგონას დაჭრაშია ბრალდებული.



უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100