სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 წლის უნიჭიერესი პატარა მხატვარი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ასე ცხოვრობს... - ნინიკოს ერთი დიდი ოცნება აქვს

ნინი მირზაშვილი 11 წლის უნიჭიერესი გოგონაა, რომლის ნახატებმა და ფერთა შეხამებამ არ შეიძლება აღფრთოვანებული არ დაგტოვოთ... ამის გამო სკოლაში უკვე გამოარჩიეს და მისი ნახატებიც ამშვენებს სკოლის კედლებს.

ამას ისიც ემატება რომ ხატვის მასწავლებელმა მისი ერთ-ერთი ნამუშევარი გამოფენაზე წასაღებად აარჩია და ის იქნება გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე.

დრონი.ჯის პატარა გმირი დედასთან ერთად ლოტკინზე ცხოვრობს. ოჯახის უფროსი, ანუ ნინიკოს მამა აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და ომიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. ამიტომ ნინიკოს და დედამისს კეთილი ახლობლების დახმარებით უწევს თავის გატანა, რადგან დედაც უმუშევარია და სოცილურად დაუცველის სტატუსიც გაუუქმა სახელმწიფომ , მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ „კომუნალური გადასახადების გადახდა რადგან შეძელით თან ამდენის, ვეღარ გაგიგრძელებთ ამ სტატუსსო და ის ორი კაპიკიც გაგვიუქმეს“- ამბობს ჩვენთან საუბარში ნინის დედა ქალბატონი მაია.

სახელმწიფოს არც ის გახსენებია, რომ ომის ვეტერანის ოჯახს მოუხსნა დახმარება და არც ის, რომ აფხაზეთის ომგამოვლილი ჯარისკაცის ოჯახი სულ მარტო, საარსებო მინიმუმის ამარა დატოვა.

11 წლის ნინიკოს ხატვის ფულს მასწავლებელი უხდის და პატარა გოგონას ოცნება ის არის, რომ თავისი ნახატების გამოფენა გააკეთოს. იმედი აქვს, რომ ვინმე მისით დაინტერესდება და ამ ოცნებას აუსრულებს.

სახელმწიფომ, კერძო სტრუქტურებმა და უბრალოდ კეთილმა ადამიანებმა იქნებ ვიფიქროთ ნინის მსგავს ნიჭიერ ბავშვებზე... იქნებ გავაკეთოთ ისე, რომ ასეთ ოჯახებს დახმარების ხელი გავუწოდოთ და იქნებ შევძლოთ ის, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ოცნებების ახდენაში ცოტათი მაინც დავეხმაროთ!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100