სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ მარტონი ვიყავით, შენ-საფლავში, მე-მიწის ზევით

”ადრე ვიღვიძებ. ჯერ ისევ ბნელა. თვალს არ ვახელ, ვცდილობ კვლავ ძილს მივცე თავი, მაგრამ ამაოდ. სადღაც სევდიან და პირქუშ სამყაროში დავბორიალობ, შუა გზაზე სინამდვილესა და საშინელეს შორის ... თავს ვაბრუნებ შენი ბალიშისკენ, რომელსაც წინანდებურად მარჯვნივ ვდებ ხოლმე და თვალწინ მიდგას შენი გაქვავებული სახე; ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს. ვხედავ შენს გაშლილ ხელისგულებს, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ არავითარ ტანჯვას, არავითარ წამებას არ შეუშფოთებიხარ ბოლო წუთებში”

ამ სიტყვებით იწყებს წერას თავის მარადიულ სიყვარულზე, ქალი ნიკოლ ფურკადი, რომელიც ფსევდონიმით ან ფილიპით არის ცნობილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაწერილ მოგონებებს ან ფილიპი მარადიულ, სიცოცხლეში ერთადერთხელ მოსულ და სამუდამოდ წარუშლელ გრძნობას, შეუდარებელი სიცხადით ასხავს ფრთას.

კინოვარსკვლავი ჟერარ ფილიპი და ნიკოლ ფურკადი, იგივე ან ფილიპი... მათ ერთმანეთი 1947 წელს ნიკოლის აგარაკზე გაიცნეს, სადაც ჟერარი საერთო მეგობარმა დასასვენებლად წაიყვანა. კაცის ყურადღება ანმა ბუნებრივობით მიიპყრო, უკეთ გაცნობის შემდეგ კი ჟერარმა ნიკოლ ფურკადი საკუთარ დედას მიამსგავსა. ამ დროისთვის ჟერარ ფილიპსს უკვე არაერთი ცხოვრებისეული სირთულე ჰქონდა გადალახული, თავს ცუდად გრძნობდა და ნიკოლ ფურკადისა და მისი ვაჟის ალენის გაცნობამ ბავშვობის წლები გაახსენა, ნიკოლი ხომ ასე ძალიან გავდა ჟერარის დედას მინას.. სწორედ მაშინ, ბავშვობის უდარდელი წლების დაბრუნების იმედით, გადაწყვიტა ჟერარმა ნიკოლზე დაქორწინება.

მათი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა, ჟერარი ცოლს ღალატობდა კიდეც, სწორედ ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ჟერარ ფილიპისა და ან ფილიპის სიყვარული ცალმხრივი იყო.. ჟერარს ანი არ უყვარდა, თუმცა... ანის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ გრძნობის სიტყვებით ახსნაც კი რთულია.

ასეთი გრძნობა სიცოცხლეში ერთხელ მოდის, მომყოლი ტკივილიც მხოლოდ დიდ სიყვარულს ახლავს ხოლმე თან. ასეთი ტკივილიც უნდა დაიმსახურო ასე მგონია, და თან ამაყი უნდა იყო, რომ მსგავსი სიყვარული გტკივა, სიყვარული რომელიც უდიდესი მოწოდების სიმაღლეზე გაყენებს, სიყვარული რომელიც ხშირ შემთხვევაში მავანთა აუხდენელ ოცნებად რჩება, ნიკოლი ამას ხედავდა და განგებას მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ იგი ერთეულთა სიაში მოხვდა.

”დინებას მივყვები, არ მსურს არც შორს და არც ღრმად ჩავხედო ცხოვრებას, ველი წუთებს, როდესაც ძალა დამიბრუნდება, ვიცი ეს დროც მოვა, ცხოვრება ჯერ კიდევ მაინტერესებს. მინდა თავი დავიხსნა, მაგრამ არ მსურს გავთავისუფლდე შენგან... არასოდეს.”

თავისი კარიერის ზენიტში მყოფი, იმ დროის კონომატოგრაფიის სიამაყე ჟერარ ფილიპი 36 წლის ასაკში, ღვიძლის კიბოთი პარიზში გარდაიცვალა. მსახიობს საყოველთაო სექს სიმბოლოდ აღიარება არაერთმა უბადლოდ შესრულებულმა როლმა მოუტანა, თუმცა მის პირად ცხოვრებაზე ეს სტატუსი არასოდეს ასახულა.

ჟერარ ფილიპზე სამუდამოდ შეყვარებულმა ნიკოლმა ნაადრევად გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას ორი წიგნი მიუძღვნა,”მოგონებები’ (Souvenirs-1960) და ”დრო სუნთქვასავით გარდასული” (Le Temps d’un soupir-1963) ამ წიგნმა საფრანგეთის ერთ-ერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, ასევე აღიარეს წლის საუკეთესო წიგნად.

''მახსოვს,როგორ ეყრებოდა კუბოს ყვავილები. ამ ყრუ ხმას მთელი ჩემი არსება ეხმაურებოდა. შემდეგ-პირველი ბელტების მძიმე, მჭახე ბრახუნი, რომელსაც მსუბუქი პიანისიმო აგვირგვინებდა, როცა მიწა ჯერ სახურავზე დაგორდებოდა, რომ შემდეგ საუკუნოდ გადაფარებოდა შენს კუბოს. ჩვენ მარტონი ვიყავით, შენ- საფლავში, მე-მიწის ზევით. ჩემი მზერა მსჭვალავდა ხესა და ტყვიას. ყველაფერს გავიღებდი ქვეყნად-ყველაფერს-ოღონდ ცოცხალი დამენახე უცებ. შენთან ერთად ამევლო ბორცვი, ისე, როგორც წინათ გვიყვარდა ხოლმე, ან უხმოდ გავჩერებულიყავით, დავმტკბარიყავით ზღვის ცქერით. ათი წუთი, მხოლოდ ათი წუთით, შემდეგ თანახმა ვარ, მოვიდეს სიკვდილი, ტანჯვა, წამება, ყველაფერი, რაც უნდა იყოს, ოღონდ ერთხელ შეგავლო თვალი.''

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100