წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს
წერეთლის გამზრზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. მისი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირია.
ვაჟა სირაძეს, იმის შესახებ, არის თუ არა თავდამსხმელი შეიარაღებული, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
მან ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა ლაივჩართვების შეწყვეტისკენ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეებს, ასევე სამართალდამცველებს.
კომენტარი