დღეს სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის პირადი მიმოწერა უნდა გამოიკვლიონ
მაგდა პაპიძის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ბრალდების მხარე დარჩენილ ერთ მოწმეს დაკითხავს, რომელთან ერთადაც მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის პირადი მიმოწერა უნდა გამოიკვლიონ.
პროცესი
სავარაუდოდ
დაიხურება,
რადგან მიმოწერა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავს.
დაცვის მხარეს სულ 4 მოწმე ჰყავს დასაკითხი, რის შემდეგაც უკვე თავად ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დაკითხვა დაიწყება.
კომენტარი