სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გეგი ქელბაქიანი: ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს

გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს

პანდემიის გამო ეკონომიკური რეცესიის ფონზე საქართველოს ეკონომიკის ერთადერთი დარგი, რომელიც შეუფერხებლად მუშაობდა, საბიუჯეტო ინვესტიციებით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომელთა რეალიზაცია უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე პოსტპანდემიურ პერიოდში.

ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო აქტიურად წარმოებას საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს კომპანია „ენსისი“–ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გეგი ქელბაქიანი გვესაუბრება:

„ზოგადად, მშენებლობის სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ეკონომიკაში და მასზე უშუალოდ მშპ-ის თითქმის 10% მოდის. თუ გავითალისწინებთ ვაჭრობის იმ სეგმენტსაც, რომლის მუშაობაც უშუალოდ მშენებლობებზეა დამოკიდებული, ეს წილი ჯამურად მშპ–ის 30%–საც კი აჭარბებს. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომელზეც მშენებლობის უდიდესი წილი მოდის და მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში“, – აცხადებს გეგი ქელბაქიანი.

მისივე თქმით, „ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ნებისმიერი სხვა დარგის განვითარებისთვის, მაგალითად, რეგიონები ვერ განვითარდება, თუ არ მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის, საკანალიზაციო სისტემის, ადგილობრივი საგანმანათლებლო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის სრულყოფა. ასევე, ვერ იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ეფექტური კავშირი გარე სამყაროსთან, თუ არ განვითარდა სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსგავსი პროექტები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ქვეყნის ისეთი სექტორების განვითარებისთვის, როგორებიცაა ტურიზმი, რეგიონების განვითარება და ამასთან, განსაკუთრებულია საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლი. ამას ემატება განათლება (სკოლების რეაბილიტაცია), სპორტი (მოედნები, სპორტული კომპლექსები), რაც აუცილებელია მომავალი თაობის აღზრდისა და განვითარებისთვის“.

დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვეტიციო ბანკის და ა.შ. საინვესტიციო მხარდაჭერით.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორცილება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ახალი ტექნოლოგიების შემოტანისთვის. მთავარი კი ისაა, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობა დღეს, არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის განმსაზღვრელი, ჩვენ არა მარტო იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდებათ ადამიანებს დღეს, არამედ მუდმივად გავითვალისწინოთ მომავლის საჭიროებები და ხვალინდელი დღის მოთხოვნები“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100