სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველამ, ვინც ტაშს უკრავდა მის სპორტულ წარმატებებს გალანძღა...მერე არ შეგვრცხვეს " - ნახეთ, რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

"წაიკითხეთ ნიკოლოზ ბასილაშვილზე. მძულს ძალადობა, განსაკუთრებით ქალებზე და ბავშვებზე. ... არა არც კაცებზე ვამართლებ:))) მე სხვათაშორის მგონია, რომ ძალადობა შეიძლება სულაც არ იყოს ფიზიკური და იყოს მორალური, რაც საქართველოში კიდევ უფრო ხშირია ოჯახებში. ქმარი ცოლს რომ უკრძალავს რაღაცეებს და მაქსიმალურად ჩაგრავს და უგდებს თვით შეფასებას. აი არც კი ვიცი რა ჯობია გცემდნენ და შეგეძლოს უპასუხო ან უჩივლო თუ მორალური წნეხის ქვეშ იყო და იმდენად დაგაბეჩავონ რომ დაიჯერო ამას იმსახურებ. თან ეს მორალური მოძალადეები ოსტატები არიან, ისე გჩაგრავენ რომ ბოლოს შენ იხდი ბოდიშს, გაჯერებენ თავის სიმართლეს... ამ თემის გავრცობა დიდხანს შეიძლება... დავუბრუნდეთ ბასილაშვილს... ყველამ, ვინც ტაშს უკრავდა მის სპორტულ წარმატებებს გალანძღა. მგონია რომ ა) სასამართლომდე, ვიდრე მისი ბრალდება დამტკიცებულია, ნაადრევი გალანძღვა მგონი უსამართლოა. და ბ) კარგი პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანი, აპრიორი კარგ ადამიანს ნიშნავს??? რატომ ველოდებით მუდამ, რომ თუ კარგი მსახიობი, მოჭიდავე, მხატვარი, პიანისტია, ის აუცილებლად კეთილი, სინდისიერი და მოსიყვარულეა?? თქვენ კი არაფერს გეუბნებით, მეც ასე ვარ. რომ გავიგებ ვიღაცაზე ვისი შემოქმედებაც მომწონს რომ ბოროტება ჩაიდინა, ისე მიკვირს, ისე გეგონება ეს შეუძლებლად მიმაჩნდა... ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო, მერე არ გაგვიკივირდეს და არ შეგვრცხვეს რომ ადამიანი ნაადრევად შევიძულეთ.... #არაძალადობას" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილის ნიკოლოზ ბასილაშვილზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100